გოდინი: “ეს საკმაოდ მარტივი იყო.“

16-03-2017, 15:45

ჩ.ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, სადაც მადრიდის “ატლეტიკომ“ გერმანული “ლევერკუზენი“ მიიღო გოლები არ გასულა. შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა, თუმცა პირველ მატჩში მოპოვებული გამარჯვებით ესპანელებმა იხეირეს.

გოდინი:“ჩვენ შეგვეძლო უკეთესი ანგარიშით მოგვეგო გერმანიაში, მაგრამ მაშინ არ გაგვიმართლა. ამისდა მიუხედავად ვფიქრობ, რომ სტუმრად 2-4 გამარჯვება საკმაოდ კარგი შედეგია. რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, ჩვენ ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე მოვიპოვეთ შემდეგი ეტაპის საგზური. სიმართლე გითხრათ, ეს საკმაოდ მარტივი იყო.“

გუშინ გვიან ღამით გამართულ მატჩებში მეოთხედფინალური ეტაპის საგზურებელი მადრიდის“ატლეტიკომ“ და “მონაკომ“ მოიპოვეს.


  • Geto
  • 16 მარტი 2017 15:47
ნეტა ბარსას შეხვდნენ ესენი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით