დეპაი: “მე არ ვიყავი საკმარისად კარგი მოურინიოსთვის“

19-03-2017, 12:17

ფრანგული “ლიონის“ შემტევმა, მემფის დეპაიმ მის ყოფილ გუნდზე და მთავარ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

“მე არ ვიყავი საკმარისად კარგი მოურინიოსთვის. ის არ მენდობოდა და მე არ შევდიოდი მის გეგმებში. როდესაც ჰოლანდია დავტოვე და მანჩესტერს მივაშურე, დიდი ამბიციები მქონდა. სეზონიც კარგად დავიწყე, მაგრამ შემდეგ არამხოლოდ ჩემთვის, არამედ მთლიანად გუნდისთვისაც სიტუაცია კარგად არ აეწყო. შემდეგ მოვიდა ჟოზე, რომელმაც მე მითხრა, რომ შემეძლო წავსულიყავი და მეც წამოვდი.“

“ახლა თავს კარგად ვგრძნობ და მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა ინგლისი დავტოვე და “ლიონში“ გადმოვედი. ახლა მე საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი გუნდის მაისური მაცვია და ჩემთვის ეს საკმარისია.“ - განაცხადა მემფის დეპაიმ.


  • Geto
  • 19 მარტი 2017 12:18
ჩემი აზრით პსვს დატოვება მაშინ იჩქარა და 1 სეზონი კიდევ უნდა დარჩენილიყო ამის შიში ჰქონდათ ჰოლანდიურ გუნდებს

Shen ki ara mous iseti fexburtelebi ar moewona chelsishi ro mivida ,de bruini,lukaku egreve gaushva magat luizi miayola mere mata da shurle da shen vin xar ro mowonebodi smiley

Shen rac chamotvale depai asi tavid jobia yvelaz.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით