საერთაშორისო ფეხბურთში დიდი ცვლილებებისთვის ემზადებიან

22-03-2017, 00:57

სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ასოციაცია დიდი ცვლილებისთვის ემზადება. განრიგით, კოპა ამერიკას მომდევნო გათამაშება 2019 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა სამხრეთული ფეხბურთის ბოსები უკვე მუშაობენ, რათა გათამაშება ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, 2020 წელს ჩატარდეს.

უკანასკნელ პერიოდში კოპა ამერიკა 4 წლიანი შუალედებით ტარდებოდა (2007, 2011, 2015), თუმცა 2016 წელს ტურნირის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში კოპა ამერიკა "სენტენარიო" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 16-მა გუნდმა მიიღო და გამარჯვებული ჩილეს ეროვნული ნაკრები გახდა.

2016 წლის ტურნირი ევროპის ჩემპიონატს დაემთხვა და კოპა ამერიკას ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერმა მათ გაცილებით მეტი მოგება და წარმატება მოუტანა. 2020 წელს სამხრეთული ნაკრებების დაპირისპირების მასპინძლობის სურვილს ამერიკის შეერთებული შტატები გამოთქვამს.

ჯერჯერობით გადაწყვეტილება ოფიციალური არაა, თუმცა როგორც პრესა იუწყება, ყველაფერი სულ მალე საბოლოოდ გახდება ცნობილი.


  • beka10
  • 22 მარტი 2017 00:58
vaaa magari iqneba

  • ogafa
  • 22 მარტი 2017 21:28
პარალელურად აჯობებს ვითომ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით