გორეტზკასთვის 3 კლუბი იბრძოლებს

24-03-2017, 16:24

გამოცემა FootballItalia იტყობინება, რომ “შალკეს“ 22 წლის გერმანელი ნახევარმცველის, ლეონ გორეტზკას შესაძენად ზაფხულში 3 კლუბი იბრძოლებს.

ტურინის “იუვენტუსი“, ლონდონის “არსენალი“ და “ტოტენჰემი“. ეს ის გუნდები არიან, რომლებიც გერმანელი ნახევარმცველის შეძენით ინტერესდებიან. ფეხბურთელის ამჟამინდელი კლუბი, “შალკე“ მზად არის მოთამაშე 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაყიდოს.

ახლა კი ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რომელი კლუბი გააკეთებს უფრო სარფიან შეთავაზებას, როგორც “შალკესთვის“, ასევე თავად ფეხბურთელისთვის.



  • Geto
  • 24 მარტი 2017 16:25
წადი ტოტენჰემში smile

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით