ტოლისო: "იუვენტუსზე" უარის თქმა რთულია" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ტოლისო: "იუვენტუსზე" უარის თქმა რთულია"

7-04-2017, 00:45

ტურინის "იუვენტუსი" დიდ ინტერესს იჩენს კორენტინ ტოლისოს მიმართ. "ლიონის" ფრანგმა ნახევარმცველამ ინტერვიუ ჩაწერა  "Duga"-თან, სადაც საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

"დავტოვებ თუ არა "ლიონს"? არ ვიცი, მე დღითიდღე ვიზრდები და ამჟამად ჩემ მომავალთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის სახელით ასპარეზობა მსურს, ამიტომ არ ვაპირებ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. საფრანგეთის დატოვება გასულ სეზონშიც შემეძლო, თუმცა გადავწყვიტე დავრჩენილიყავი. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე."

"იუვენტუსი" შესანიშნავი გუნდია, დაველოდოთ ზაფხულს. რთულია მისი მსგავსი გუნდების შემოთავაზების უარყოფა, თუმცა იმას გავაკეთებ, რაც ჩემთვის უკეთესი იქნება. განსაკუთრებით მომწონს ინგლისისა და იტალიის ჩემპიონატი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გავაკეთებ იმას, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობისთვის უფრო პრიორიტეტული იქნება." - განაცხადა ტოლისომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით