მოურინიო ჩიჩარიტოს დაბრუნებას გეგმავს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

მოურინიო ჩიჩარიტოს დაბრუნებას გეგმავს

8-04-2017, 14:46

"მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო ზაფხულში ხავიერ ერნანდესის ოლდ ტრაფორდზე დაბრუნებას გეგმავს. მაშინ, როდესაც ჟოზე "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაუდგა სათავეში, განაცხადა, რომ ჩიჩარიტოს 7 მილიონ ფუნტად დათმობა უდიდესი შეცდომა იყო. 28 წლის თავდამსხმელი გერმანიაში შესანიშნავად ასპარეზობს, რამაც გამოიწვია ის, რომ "განსაკუთრებულს" კვლავ სურს მისი წითელ მაისურში ხილვა.

"მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. მაშინ, როდესაც ჩვენ ვთამაშობთ ოლდ ტრაფორდზე, ვდომინირებთ მეტოქეზე და მუდმივად მათ საჯარიმოში ვართ, ჩიჩარიტო სეზონში 20 გოლს მარტივად გაიტანს, თუნდაც მაშინ, როდესაც ის, ბოლო 10-20 წუთით შემოგყავს."

"ამ ბიჭს გოლის გატანის შესანიშნავი ალღო აქვს. გაირბენს იქეთ-აქეთ და უცებ ბუმ - გოლი. თუ მეკარე მოიგერიებს მის დარტყმულს, ის მივა ბურთთან, ისევ ბუმ და ისევ გოლი. ჩვენ არ შეგვიძლია დავიმატოთ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე უფრო გამოცდილი თავდამსხმელი. ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ მარკუს რეშფორდი უდიდესი ფეხბურთელი გახდება, თუმცა ჯერ მისთვის ყველაფერი წინაა. ვიყიდით თუ არა თავდამსხმელს? შესაძლოა" - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით