ქორწილის გამო "შახტარისა" და "დინამოს" თამაში სხვა დროს ჩატარდება

9-04-2017, 13:19

ძალიან საინტერესო ფაქტს ჰქონდა ადგილი უკრაინაში. ქვეყნის 2 გამორჩეული საფეხბურთო კლუბის - დონეცკის "შახტარისა" და კიევის "დინამოს" თამაში კიევური გუნდის პრეიდენტის, იგორ სურკისის ქალიშვილის ქორწილის გამო გადაიდო.

უკრაინის ჩემპიონატის ლიდერების შეხვედრა 22 აპრილს იყო ჩანიშნული, თუმცა "დინამოს" პრეზიდენტის ქალიშვილის საქორწინო ცერემონიაც სწორედ ამ დღეს იმართება. პრეზიდენტმა უკრაინული ფეხბურთის ბოსებთან შეთანხმებას მიაღწია და დაპირისპირება 21 აპრილს შედგება.

ამ მომენტისთვის უკრაინის ჩემპიონატს 63 ქულით "შახტარი" ლიდერობს, ხოლო კიევის "დინამო" მეორე პოზიციაზე 49 ქულით იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის შვილი გავლენიან ამერიკელზე ქორწინდება.


  • beka10
  • 9 აპრილი 2017 13:20
აუ რა ღადაობაა :დ

სავარაუდოდ მთელი დინამო მანდ იქნება დაპატიჟებული და არ გამოდის სხვანაირად :დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით