კოლასინაჩი "მილანის" შემოთავაზებას ელოდება » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

კოლასინაჩი "მილანის" შემოთავაზებას ელოდება

9-04-2017, 14:47

იტალიური "მილანი" ზაფხულში დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და მათი მთავარი სამიზნეები სედ კოლასინაჩი და მატეო მუსაკიო არიან. ბოსნიელ განაპირა მცველს ძალიან სურს იტალიურ გრანდში თამაში და მისთვის "როსონერი" ყველაზე პრიორიტეტულია.

პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბმა, მათ შორის "ევერტონმა" და "ტოტენჰემმა" უკვე გაუკეთეს შეთავაზება კოლასინაჩს, თუმცა ჯერჯერობით სედი მათ არ პასუხობს, მაგრამ სანამდე გასტანს ეს ყველაფერი? საჭიროა ჩინურ მხარეზე ოფიციალურად გაიყიდოს გუნდი, რათა სახელფასო ბიუჯეტი შეივსოს, რის შემდეგაც "მილანი" და ბოსნიელი ფეხბურთელი ოფიციალურად გააფორმებენ კონტრაქტს.

კოლასინაჩი გერმანიის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველია. "შალკეს" ძალიან უნდა მისი შენარჩუნება, თუმცა ბოსნიელი ფეხბურთელი შეუვალია და კლუბის დატოვება სურს. მიმდინარე სეზონში, სედმა 31 შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო, ხოლო ამჟამინდელი კონტრაქტი სეზონის დასრულებისთანავე ეწურება და "როსონერი" მის დამატებას უფასოდ შეძლებს.



  • goga11
  • 9 აპრილი 2017 17:27
modi modi, es antonelis da vanjonis ertad jobia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით