ჰუნტელაარი: "შალკეს" ვტოვებ, თუმცა ჩინეთში ან სადმე უდაბნოში არ წავალ"

11-04-2017, 19:48

33 წლის ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა, კლას იან ჰუნტელაარმა დაანონსა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გერმანულ "შალკეს" დატოვებს, თუმცა ისიც თქვა, რომ ევროპაში აპირებს კარიერის გაგრძელებას.

"აღშფოთებული ვარ იმით, რაც ახლა "შალკეში" ხდება. ამ სეზონის შემდეგ კონტრატი მიმთავრდება და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ გერმანიას დავტოვებ. ჯერჯერობით არ ვიცი სად გავაგრძელებ კარიერას. ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ამ სპორტით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, თუმცა მე ოთხი შვილი მყავს და მათზეც უნდა ვიფიქრო."

"ძალიან მოტივირებული ვარ და ვიცი, რომ კიდევ შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში, ვნახოთ რა მოხდება. ჩემი ოჯახისთვის, საუკეთესო ვარიანტი ჰოლანდიაში ცხოვრება იქნება, მაგრამ მე ყველა შემოთავაზებას განვიხილავ, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ: ჩინეთში, თურქეთში ან სადმე უდაბნოში გადასვლას არ ვაპირებ." - განაცხადა გამოცდილმა "ნარინჯისფერმა".



  • goga11
  • 11 აპრილი 2017 19:49
martalia ra unda chinetshi

  • okoloka2
  • 11 აპრილი 2017 19:50
უყურეთ NBA 2K17-ის უახლეს გეიმფლეის ქართულად
https://www.youtube.com/watch?v=VWfHfNiamdg&feature=youtu.be

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით