თბილისში ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი დაიწყო

21-04-2017, 00:05

20 აპრილს სტარტი აიღო ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირნმა, რომელიც თბილისის "დინამოს" ორგანიზებით უკვე მეორე წელია ტარდება. გათამაშებაში მონაწილეობას ევროპული საეხბურთო კლუბების ახალგაზრდული გუნდები იღებენ.

ტურნირის საზეიმო გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და სპორტულმა ჟურნალისტმა ჯამლეტ ხუხაშვილმა მიიღეს. ღონისძიებას დიმიტრი ობოლაძე უძღვებოდა.

წლევანდელ ტურნირში მონაწილეობას იღებენ: მილანის "ინტერი", "გაბალა", "გენტი", "ალკმაარი", ზაგრების "დინამო", "ტრაბზონსფორი", კიევის "დინამო" და თბილისის "დინამო".

ტურნირის პირველ შეხვედრაში თბილისის "დინამო" ბელგიურ "გენტთან" 0:2 დამარცხდა.

შარშან ტურნირის გამარჯვებული ჰოლანდიური "ალკმაარი" გახდა.



  • beka10
  • 21 აპრილი 2017 00:07
kargia qartuli fexburtis ganvitarebistvis

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით