• 14-07-2023
    ოფიციალურად: ლოის ოპენდა "ლაიფციგისთვის" გაიტანს
    ოფიციალურად: ლოის ოპენდა "ლაიფციგისთვის" გაიტანს

    გერმანულმა "ლაიფციგმა" 23 წლის ბელგიელი თავდამსხმელის, ლოის ოპენდას ტრანსფერი გააოფიციალურა.

    "ლანსის" ყოფილმა შემტევმა "წითელ ხარებთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

    "ლაიფციგის" ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტრანსფერი სარეკორდო ღირებულებისაა, თუმცა თავად ფასი არ გახლავთ დაკონკრეტებული. თუ BILD-ს დავუჯერებთ, გერმანელებმა ოპენდაში 43 მილიონი ევრო გადაიხადეს.

    საქსონიელების რეკორდს "ჰოფენჰემის" მცველ დავიდ რაუმში გასულ წელს გადახდილი 25 მილიონი ევრო წარმოადგენდა. ეს მაჩვენებელი ახლა ლამის ორჯერ გაიზარდა.

    თავად ოპენდა "ლანსს" 10 მილიონ ევროდ, "ბრიუგედან" შეუერთდა. ლიგა ერთის გასულ სეზონში მან 21 გოლი გაიტანა, რითაც უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ გუნდმა სეზონი სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე დაასრულა.

    სხვათა შორის, ლოისი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზეც გამოვიდა და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშა, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები