ბობი ჩარლტონის გენიალური სიტყვები დავით ყიფიანთან დაკავშირებით

30-04-2017, 01:57

დავიყ ყიფიანმა რომ 1970-იანი წლების ბოლოსა და 1980-იანი წლების დასაწყისში მთელი საფეხბურთო ევროპა აალაპარაკა, ამაზე უკვე ბევრჯერ ითქვა და კიდევ უფრო ბერჯერ დაიწერა.

ყიფიანის შესახებ მოსაზრება არაერთ ცნობილ საფეხბურთო ექსპერტსა თუ ანალიტიკოსს გამოუთქვამს. ბევრი წამყვანი ევროპული გუნდის წარმომადგენელი კი მას გამზადებულ კონტრაქტს სთავაზობდა, თუმცა მოგეხსენებათ, საბჭოთა რეპრესიული სისტემის მარწუხების გარღვევა ძალიან რთული იყო და ყიფიანი სწორედ ამ ერთადერთი მიზეზის გამო ვერ გახდა ისეთი დონის გლობალური მასშტაბის ვარსკვლავი, როგორებიც იმ დროისთვის მარადონა, როსი ან სოკრატესი იყვნენ.

მიუხედავად ამისა, დათომ მაინც მოახერხა და თავისი გვარი ბევრ ცნობილ საფეხბურთო მოღვაწეს დაამახსოვრა. ერთერთი ასეთი ადამიანი სერ ბობი ჩარლტონია, რომელიც დღემდე მიჩნეულია ინგლისური და ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ერთერთ საუკეთო მოთამაშედ, ხოლო ჩარლტონის სიტყვები, რომელიც ყიფიანთან მიმართებით განაცხადა, ნებისმიერი ქართველისთვის დღემდე საამაყოა.

"ქართული გვარების წარმოთქმა ძალიან რთულია, თუმცა ყიფიანი ყველას დაგვამახსოვრდა. ასეთი დონის ფეხბურთელის დავიწყება შეუძლებელია". - განაცხადა სერის წოდების მქონე ჩარლტონმა დავით ყიფიანზე.


  • beka10
  • 30 აპრილი 2017 01:58
ორი დიდი ფიგურა ფეხბურტის ისტორიაში

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით