ძაძა: "იმედი მაქვს, რომ მორატა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსს" გაუტანს" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ძაძა: "იმედი მაქვს, რომ მორატა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსს" გაუტანს"

5-05-2017, 16:16

"იუვენტუსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, სიმონე ძაძამ სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალი" და "იუვენტუსი" შეხვდეს ერთმანეთს, თან ისიც დააყოლა, რომ ამ მატჩში მორატას გოლი უნდა.

"ერთის მხრივ, როგორც იტალიელი "იუვენტუსს" ვგულშემატკივრობ. ტურინში ბევრი მეგობარი მყავს, რომელთა წარმატებაც ძალიან გამიხარდება. მეორეს მხრივ, ჩემი ძმა (მორატა) სხვა გუნდში თამაშობს. არ ვიცი, არა მგონია თამაშს ვუყურო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ალვარო გაიტანს." - განაცხადა სიმონე ძაძამ.

იტალიელმა თავდამსხმელმა "იუვენტუსში" მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, სადაც ალვარო მორატასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა. "ზებრებმა" გასულ ზაფხულს ორივე მათგანი ერთდროულად სხვადასხვა გუნდში გაყიდეს, თუმცა, როგორც ჩანს მათი მეგობრობა მაინც შენარჩუნდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით