“რეალი“ მანგალას კანდიდატურას განიხილავს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

“რეალი“ მანგალას კანდიდატურას განიხილავს

7-05-2017, 12:05

ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის “რეალი“ განიხილავს “მანჩესტერ სიტის“ ფრანგი მცველის, მანგალას კანდიდატურას.

როგორც ცნობილია, მადრიდელები პეპეს შემცვლელს ეძებენ. მანგალა “მან.სიტის“ საკუთრებაა და ის ამჟამად არენდის წესით “ვალენსიაში“ გამოდის. ფეხბურთელი ინგლისელებმა “პორტოდან“ შეიძინეს 2014 წელს. მაშინ ტრანსფერი “ქალაქელებს“ 31 მილიონი დაუჯდათ.

ფრანგმა მცველმა ფეხი ვერ მოიკიდა მანჩესტერულ გუნდში. პრესის ცნობით, “სიტი“ მზადაა მოთამაშე გაყიდოს. მანგალას სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად დაეცა და ის ახლა 18 მილიონს შეადგენს. ცხადია ეს თანხა მადრიდული კლუბისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.



  • Geto
  • 7 მაისი 2017 12:06
რეალისთვის კარგი ზამენა იქნება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით