• 15-07-2023
    "ლივერპულმა" ფაბინიო ტურნეზე არ იახლა - საყრდენი არაბეთში მიდის
    "ლივერპულმა" ფაბინიო ტურნეზე არ იახლა - საყრდენი არაბეთში მიდის
    Author of the article
    Aa

    მერსესაიდულმა "ლივერპულმა" გუნდის 29 წლის ნახევარმცველი, ფაბინიო გერმანიის ტურნეში წასაყვანი ფეხბურთელების განაცხადიდან ამოაგდო. 

    "წითლებმა" ბრაზილიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტის ღირებულების შეთავაზება მიიღეს. ფაბინიოში ამ თანხას საუდის არაბული "ალ იტიჰადი" იხდის.

    Telegraph-ის ინფორმაციით, ფაბინიომ "ლივერპულს" უკვე შეატყობინა, რომ წასვლა უნდა და მისმა წარმომადგენლებმა "ალ იტიჰადთან' კონტრაქტიც შეათანხმეს. მისი წასვლა იმაზე იყო დამოკიდებული, რამდენად სარფიანი წინადადებით მიმართავდნენ მერსესაიდელებს, 40 მილიონი ფუნტი კი კლუბისთვის მისაღები ფასი უნდა იყოს.

    "ენფილდის" ბინადრები ახლა ბრაზილიეილი საყრდენის შემცვლელის ძიებაში არიან. გაიჟღერა "საუთჰემპტონის" ამომავალი ვარსკვლავის, რომეო ლავიას გვარმა, მაგრამ იურგენ კლოპს უფრო გამოცდილი კანდიდატურა სურს.

    შეგახსენებთ, რომ ფაბინიო "ლივერპულს' 2018 წელს შეუერთდა. "მონაკოს" მაშინ 39 მილიონი ფუნტი გადაუხადეს. 

    "წითლებთან" ერთად ფაბინიომ ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი, კარაბაოს თასი, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

    Facebook კომენტარები