"ბაიერნი" გორეცკას შეუთანხმდა

13-05-2017, 16:52

გერმანული სპორტული გამოცემები სულ უფრო აქტიურად იუწყებიან, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" "შალკეს" 22 წლის ცენტრალურ ნახევარმცველთან ლეო გორეცკასთან ყველაფერი შეათანხმა და ფეხბურთელი მომდევნო სეზონს მიუნხენის "ბაიერნში" დაიწყებს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი უჯდება "რეკორდმაისტერს" გორეცკას ტრანსფერი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანხა 30 დან 40 მილიონ ევრომდე მერყეობს.

ლეონ გორეცკა "ბოხუმის" ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია. იგი "შალკეში" 2013 წელს 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, ხოლო მიმდინარე სეზონში გუნდის შეუცვლელ ფიგურად იქცა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ალქესის სანჩესისა და კაილ უოლკერის ტრანსფერებზეც აქტიურად მუშაობს.


  • beka10
  • 13 მაისი 2017 16:52
ვაა ეს მართალა მაგარია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით