"ლიონის" პრეზიდენტმა დაადასტურა: ლაკაზეტი "ატლეტიკოში" მიდის

21-05-2017, 14:31

ფრანგული "ლიონის" პრეზიდენტის ჟან მიშელ ოლას განცხადებით, გუნდის კაპიტანი და ლიდერი ალექსანდრ ლაკაზეტი მომავალი სეზონიდან კარიერას მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელებს.

"ატლეტიკოში" თამაშის სურვილი თავად ფეხბურთელმა გამოთქვა და ჩვენ მისი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა ამჟამად მადრიდულ გუნდს სატრანსფერო შეზღუდვა აქვს და ოფიციალური დეტალები ჯერჯერობით დადასტურებული არაა". - განაცხადა ოლემ.

მადრიდის "ატლეტიკოს" ფიფამ სატრანსფერო შეზღუდვა ახალგაზრდა ფეხბურთელების წესების დარღვევით გადაბირების გამო დაუწესა, თუმცა გუნდმა გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა და იმედოვნებენ, რომ ზაფხულში შეზღუდვა მოიხსნება.

ალექსანდრ ლაკაზეტი "ლიონის" ღირსებას 2010 წლიდან იცავდა.


  • beka10
  • 21 მაისი 2017 14:32
ვაა მაგარი ტრანსფერია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით