ფეხბურთელობიდან პორნო ვარსკვლავობამდე?

27-05-2017, 00:10

ფეხბურთი ბევრისთვის პროფესიაა, მაგრამ მას შეუძლია სიამოვნება მოგანიჭოს და სოციალურ ცხოვრებაში ადგილი ღირსეულად დაგიმკვიდროს. "SportBible.com"-ის თქმით, "ბირმინგემის" მთავარი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი ესოუ ეკოტოს გადაბირებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის, რადგან თავად ფეხბურთელს პორნო ვარსკვლავობა სურს.

ნიგერიელი მცველი და რედნაპი ერთ დროს "ქპრ"-ში ერთად მოღვაწეობდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს ესოუ ეკოტოს სურვილი, რომ გახდეს პორნო ვარსკვლავი, ამან ვერ გადაძალა.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში აფრიკელი ფეხბურთელი აცხადებს, რომ ფეხბურთი მისთვის მხოლოდ პროფესიაა და სპორტი დიდად არ იზიდავს. ესოუ ეკოტოს ამჟამად კონტრაქტი ფრანგულ "მეცთან" აკავშირებს, მაგრამ შესაძლოა კონტრაქტი გაწყვიტოს და იმ პროფესიას დაეუფლოს, რაც ნამდვილად უყვარს.



  • goga11
  • 27 მაისი 2017 00:42
karieruli zrda igrdznoba laughing

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით