ლაკაზეტი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ლაკაზეტი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს

7-06-2017, 14:12

"ლიონის" ფრანგი ფორვარდი ალექსანდრ ლაკაზეტი მზადაა კლუბი დატოვოს და პრემიერ ლიგაში გააგრძელოს ასპარეზობა. 26 წლის ფეხბურთელი ახლოს იყო მადირიდის "ატლეტიკოში" გადასასვლელად, თუმცა სატრანსფერო ბანის გამო მისი ესპანეთში გადასვლა გამოირიცხა.

რაც შეეხება პრემიერ ლიგას, აქ ფრანგის შესაძენად 3 კლუბი იბრძოლებს. ესენია "სიტი", "ემიუ" და "ლივერპული", თუმცა მოვლენებში ყველაზე მეტად უკანასკნელი ორი აქტიურობს. მოურინიოს სჭირდება ზლატანის შემცვლელი, ისევე როგორც კლოპს გამოკვეთელი ფორვარდი.

თავად ლაკაზეტი კი პრემიერ ლიგით მოხიბლულია და დაადასტურა, რომ სურს ნისლიან ალბიონზე კარიერის გაგრძელება.

"პრემიერ ლიგა? ეს საინტერესო არჩევანია, დიდებული ჩემპიონატი დიდებული კლუბებით". თქვა ლაკაზეტიმ

ფრანგმა ფორვარდმა გასულ სეზონშო ლიონის შემადგენლობაში ლიგა 1-ის 30 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა. მისი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევრომდე მერყეობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით