პაპუნაშვილი კარიერას "სარაგოსაში" გააგრძელებს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

პაპუნაშვილი კარიერას "სარაგოსაში" გააგრძელებს

7-06-2017, 14:21

თბილისის "დონამოს" 21 წლის ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი კარიერას ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გააგრძელებს, სადაც "სარაგოსას" ღირსებას დაიცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS ავრცელებს. როგორც წყარო იტყობინება, შეთახნმება მხარეებს შორის უკვე შედგა და ახალგაზრდა ფეხბურთელი შემდეგი სეზონიდან ესპანური კლუბის ღირსებას დაიცავს.

სავარაუდოდ გიორგის ტრანსფერზე "სარაგოსას" სპორტულმა დირექტორმა, ლალო არატენგიმ იმუშავა, რომელიც 1 თვის წინ თბილისში იმყოფებოდა და ფეხბურთელებზე დაკვირვებისას პაპუნაშვილმა მისი სიმპათია დაიმსახურა. გიორგი "დინამომდე" გერმანულ "ვერდერში" ასპარეზობდა.

"სარაგოსა" სეგუნდა დივიზიონის კლუბია, რომელაც სეზონი მე-13 პოზიციაზე დაასრულა. მიუხედავად ამისა, პაპუნაშვილისთვის ესპანური ფეხბურთი საუკეთესო ვარიანტი იქნება განსავითარებლად.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით