• 17-07-2023
    “ჩემი მიზანი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა და თავის დამკვიდრებაა” - ინტერვიუ ილია ბერიაშვილთან
    “ჩემი მიზანი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა და თავის დამკვიდრებაა” - ინტერვიუ ილია ბერიაშვილთან

    როგორც მოგეხსენებათ, უნგრეთის ჩემპიონატში არაერთი ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს.

    მათ შორის გამოსარჩევია, 25 წლის ცენტრალური მცველი, ილია ბერიაშვილი.

    ახალგაზრდა ფეხბურთელი “მეზოკოვედსში” ასპარეზობს და მისი კარიერის მიზანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა გახლავთ.

    Footballnews.ge ახალგაზრდა ფეხბურთელს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:

    – როგორ გრძნობ თავს და როგორ ფორმაში იმყოფები?

    – თავს კარგად ვგრძნობ ოპტიმალურ ფორმაში არ ვიმყოფებ, მაგრამ ეს დროთა განმავლობაში და თამაშებში მოვა, ასე რომ ვთქვათ, უბრალოდ დროის ამბავია.

    – მეზოკოვედს გასულ წელს შეუერთდა, როგორ შეაფასებდი ტრანსფერს?

    – როგორც აღნიშნე გასულ წელს გადმოვბარგდი მეზოკოვედსში, ვთვლი ჩემი კარიერისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და არის და იმედი მაქვს მოვახეხებ განვითარებას და გაზრდას როგორც ფეხბურთელი.

    – გუნდში როგორ სიტუაციაა, როგორ ურთიერთობაში ხარ თანაგუნდელებთან?

    – გუნდში კარგი, დადებითი აურაა, ყველასთან ვმეგობრობ და ნორმალური ურთიერთობა მაქვს, როგორც ფეხბურთელებთან, ასევე მწვრთნელებთან.

    – მთავარ მწვრთნელს როგორ დაახასიათებდი?

    – მთავარი მწვრთნელი არცთუ ისე მკაცრი, მაგრამ დისციპლინის მოყვარული პიროვნებაა, უყვარს აგრესიული და აქტიური ფეხბურთის თამაში.

    – გქონდა თუ არა ენის პრობლემა?

    – აქ ინგლისურად ვსაუბრობ, მაგრამ უნგრული ძალიან რთული ენაა, მივცემ თავს უფლებას და ვიტყვი რომ ერთ-ერთი ურთულესი, ვიცი ინგლისური, რუსული ცოტა გერმანულიც, მაგრამ ეს სულ სხვაა.

    – რა გეგმები აქვს მეზოკოვედსს მომდევნო სეზონში?

    – მეზოკოვედსი არ გამოირჩევა დიდი მიზნებით, მაგრამ ჩვენ ვეცდებით თავი კარგად და სათანადოდ წარმოვაჩინოთ, დანარჩენს თვითონ პროცესი გვაჩვენებს.

    – რაიმე შემოთავაზება ხომ არ გაქვს? ახალ გუნდში გადასვლას ხომ არ განიხილავ?

    – როგორც თქვენ აღნიშნეთ მეზოკოვედსს ზამთარში შევუერთდი, თავს აქ კარგად ვგრძნობ, იყო რამოდენიმე შემოთავაზება ქვეყანას არ დავასახელებ, მაგრამ აქ დარჩენა ვამჯობინე.

    – რა განსხვავებაა ქართულ და უნგრულ ფეხბურთს შორის?

    – ქართული ფეხბურთი უფრო ტექნიკაზეა დაფუძნებული და ტექნიკურ ფეხბურთელებზე, რასაკვირველია უნგრეთშიც არიან ტექნიკური ფეხბურთელები, მაგრამ აქ უფრი ფიზიკურობას და სისწრაფეს ექცევა ყურაღება.

    – თელავში გატარებულ პერიოდს როგორ შეაფასებდი?

    – თელავი ჩემთვის ის ადგილია, სადაც ფეხი ავიდგი როგორც ფეხურთელმა და როგორც პიროვნებამ. მადლიერი ვარ თელავის და ყოველთვის პატივისცემით და მადლიერებუთ ვიქნები მათ მიმართ განწყობილი. თელავი ჩემი სახლია, როგორც საფეხბურთო ასევე არასაფეხბურთო კუთხით.

    – თელავის ფან-კლუბის “კახის” შესახებ რას იტყვი? როგორ დაახასიათებ მათ?

    – ამ ბიჭებზე ბევრის თქმა არ შემიძლია, ისინი მუდამ გვერდით უდგანან თავიანთ საყვარელ გუნდს, გულს და სულს დებენ ყოველ თამაშზე, ფეხბურთელები სტადიონზე, ისინი კი სტადიონს მიღმა იცავენ პატარა კახის ქალაქს. მადლობა ამ ბიჭებს გვერდში დგომისთვის.

    – გაგიჭირდა თუ არა უნგრეთის ჩემპიონატში ადაპტაცია?

    – სიმართლე გითხრათ, ადაპტაცია ძალიან არ გამჭირვებია, რომ ჩამოვედი ლუკა ლაკვეხელიანი დამხვდა გუნდში და თავს როგორც სახლში, ისე ვგრძნობდი. უშუალოდ თამაშებს რაც შეეხება, ვფიქრობ ადვილად შევეგუე და ასე ვთქვათ ადვილად ავუღე ალღო აქაურ ფეხბურთს.

    – ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის კარგი გამოცდილება გაქვს, როგორი გრძნობაა მშობლიური ნაკრების მაისურს ჩაცმა?

    – ეს ის თემაა რაზეც დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო და გამოვხატო ის უსაზღვრო ემოციები რაც ჩემში დატოვა სანაკრებო თამაშებმა. ეს არის ბედნიერი წუთები და წამები, რომლისთვისაც ღირს სიცოცხლე და ფეხბურთის თამაში.იმედი მაქვს დავამტკიცებ, რომ ღირსი ვარ და დავიმსახურებ ეროვნულ ნაკრებში თამაშს, რადგან ამაზე დიდი ბედნიერება ფეხბურთელისთვის არ არსებობს.

    – ვინ არის შენი მოტივაცია?

    – ჩემი მოტივაცია ჩემი მეუღლე და ჩემი ოჯახია, რომლებიც ყოველთვის მეხმარებიან სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და ყოველთვის მაძლევენ ძალას ვიმოძრაო წარმატებისკენ.

    – ვის მიიჩნევ შენ პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშედ?

    – ჩემი აზრით, საუკეთესო ბოლო 10 წლის განმავლობაში უდაოდ სერხიო რომოსია, არიან კიდევ ბევრი კარგი ცენტრალური მცველები, მაგრამ მას ნამდვილად აქვს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე სხვებს. ლიდერული თვისებები გოლის ალღო, აგრესია და ასე შემდეგ…

    – რა არის შენი კარიერის მიზანი?

    – ჩემი მიზანი, რომ არ შევწყვიტო განვუთარება და საქართველოს ნარებში ვითამაში და თავი დავიმკვიდრო.

    Facebook კომენტარები