ფეხბურთის 10 ვარსკვლავი, რომელსაც თბილისში უთამაშია

14-06-2017, 23:50

ქართული ფეხბურთი უკანასკნელ პერიოდშიდიდი წარმატებებით განებივრებული ნამდვილად არაა. ქართველ გულშემატკივარს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების ხილვის შესაძლებლობა მხოლოდ ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრების დროს აქვს.

ბოლო წლებში თბილისში კიდევ იყო ერთი შეხვედრა, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. საუბარია 2015 წლის უეფას სუპერ თასის მატჩზე, რომელშიც კატალონიის "ბარსელონამ" "სევილია" 5:4 დაამარცხა.

წარმოგიდგენთ თანამედროვე ფეხბურთის 10 ვარსკვლავს, რომელსაც თბილისში, "დინამო არენაზე" აქვს ნათამაშები.

10) ლუკა მოდრიჩი (ხორვატია, მადრიდის "რეალი")

მოდრიჩის ხორვატია ჩვენს დედაქალაქს 2011 წლის მარტში ეწვია. საქართველოსა და ხორვატიის ის შეხვედრა ქართველი გულშემატკივრის გულში სამუდამოდ დარჩება. მაშინ ჩვენმა ფეხბურთელებმა მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილზე მყოფილი გუნდი ლევან კობიაშვილის გოლის წყალობით დაამარცხეს.

9) ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია, "ჩიკაკო")

გერმანული ფეხბურთის ერთერთი გამორჩეული ფიგურა ამჟამად "ჩიკაგოს" ღირსებას იცავს, თუმცა მან საფეხბურთო სამყარო "ბაიერნში" თამაშის დროს მოხიბლა. გერმანიის ნაკრებთან ერთად 2015 წლის მარტში შვაიშტაიგერმა საქართველო თბილისში 2:0 დაამარცხა.

8) სერხიო რამოსი (ესპანეთი, მადრიდის "რეალი")

რამოსის შესახებ ყველაფერი ცხადია, იგი ნებისმიერი ვერსიით შედის თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალურ მცველებში. 2012 წელს მისმა ესპანეთმა საქართველოს დამარცხება უკანასკნელ წუთებზე რობერტო სოლდადოს გოლის წყალობით მოახერხა.

7) ლუის სუარესი (ურუგვაი, "ბარსელონა")

ეს ის შემთხვევაა, როდესაც სუარესმა თბილისში საკლუბო შეხვედრის ეგიდით ითამაშა. მან მონაწილეობა ხსენებულ სუპერთასის შეხვედრაში მიიღო და "სევილიას" კარში გოლიც გაიტანა.

6) ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, "ბარსელონა")

ინიესტას საქართველოს დედაქალაქში როგორც საკლუბო, ისევე სანაკრებო დონეზე აქვს ნათამაშები. 2012 წელს მან ესპანეთის ნაკრებთან ერთად იასპარეზა "დინამო არენაზე", ხოლო 2015-ში "ბარსელონასთან" ერთად სუპერთასზე.

5) იკერ კასილასი ("პორტო", ესპანეთი)

ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ მონაწილეობა 2012 წლის ხსენებულ შეხვედრაში მიიღო. მაშინ ქართველებს მისი კარის დალაშქვრაც შეეძლოთ, თუმცა "ფურია როხა" ძელმა გადაარჩინა.

4) ანდრეა პირლო ("ნიუ იორკი", იტალია)

ანდრეა პირლო ბოლო წლების ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველია. მან ტურინის "იუვენტუსი" 2015 წელს დატოვა და კარიერის უკანასკნელ თვეებს ამერიკაში ატარებს. 2009 წელს მისმა იტალიამ საქართველო 3:1 დაამარცხა.

3) ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი", იტალია)

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ თბილისში რამდენჯერმე ითამაშა. მან 90-იანი წლების ბოლოს რუსთავის საფეხბურთო მოედანზეც იასპარეზა "სკუადრა აძურას" ახლგაზრდულ გუნდთან ერთად, ხოლო უკანასკნელი ვიზიტით საქართველოს დედაქალაქს 2009 წელს ეწვია, როდესაც მისი კარის აღება გიორგი შაშიაშვილმა მოახერხა.

2) მანუელ ნოიერი ("ბაიერნი", გერმანია)

ბევრი თვლის, რომ ნოიერი თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო მეკარეა. მან თბილისში 2015 წელს ითამაშა საკუთარი ქვეყნის ნაკრებთან ერთად და საქართველოს დედაქალაქიდან ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება წაიღო.

1) ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა)

​ზოგიერთის აზრით მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, 5 გზის ოქროს ბურთის გამარჯვებული. მესიმ "ბარსელონასთან" ერთად თბილისში 2015 წელს ითამაშა და "სევილიას" კარში 2 ულამაზესი ჯარიმა გაიტანა.

საინტერესო

  • beka10
  • 14 ივნისი 2017 23:51
ვააა კარგია ძალიან
მესი საუკეთესოა ჩემი აზრით
1 kaci vinme da istoriaSi sauketeso kamada iqneba :ddd
  • ustika
  • 17 ივნისი 2017 23:31
farchaki gundi gvyavs.... zidani guardiola alegri,lipic ro moiyvanon koveltvis jgufshi bolodan me-2 adgilze gavalt...
  • nika1991
  • 18 ივნისი 2017 21:44
kargia mara pikes da rakitichis chasma sheidzleboda
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით