ხმაურიანი ტრანსფერები, რომლებიც უკვე ოფიციალურად განხორციელდა

15-06-2017, 01:19

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჯერ მხოლოდ 2 კვირაა რაც გაიხსნა და ევროპის წამყვანი ჩემპიონატის გამორჩეულმა გუნდებმა უკვე განახორციელეს რამდენიმე ხმაურინი ტრანსფერი.

Footballnews.ge წარმოგიდგენთ იმ გამორჩეულ ტრანსფერებს, რომლებიც უკვე ოფიციალურად განხორციელდა.

ვიქტორ ლინდელოფი ("ბენფიკადან" "მანჩესტერ იუნაიტედში" - 31 მილიონი ევრო)

ვიქტორ ლინდელოფის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედს" უკვე დიდი ხანია სურდა. მოურინიომ საბოლოო საწადელს მიაღწია და შვედი ცენტრალური მცველი მომდევნო სეზონიდან "ოლდ ტრაფორდზე" ითამაშებს

კორენტინ ტოლისო ("ლიონიდან" მიუნხენის "ბაიერნში" - 41 მილიონი ევრო)

22 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, იგი საფრანგეთის ჩემპიონატში ერთერთი გამორჩეული იყო, რაც "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობას მხედველობის არედან არ გამოჰპარვია.

ბერნარდო სილვა ("მონაკოდან" "მანჩესტერ სიტიში" - 40 მილიონი ევრო)

ევროპაში მოთამაშე ერთერთი ყველაზე ტექნიკური და საოცარი მოედნის ხედვის მქონე 22 წლის პორტუგალიელი ბერნარდო სილვა მომდევნო სეზონს პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ გაატარებს.

ანდრე სილვა ("პორტოდან" "მილანში" - 38 მილიონი ევრო)

ფეხბურთელი, რომელსაც კრიშტიანო რონალდომ საკუთარი მემკვიდრე უწოდა, მომდევნო სეზონის უკვე ჩინელი ინვესტორების ხელმძღვანლობით მოთამაშე "მილანში" გაატარებს, რომელსაც ძალიან დიდი გეგმები აქვს.

მატეო მუსაკიო ("ვილიარეალიდან" "მილანში" - 18 მილიონი ევრო)

არგენტინელი მცველი საკუთარ პოზიციაზე ესპანეთში ერთერთი გამორჩეული იყო. გაწეული შრომა მას "როსონერიმ" დაუფასა და ანდრე სილვას მსგავსად ისიც იტალიის ჩემპიონატში ეცდება წარმატების მიღწევას.

ედერსონი ("ბენფიკადან" "მანჩესტერ სიტიში" - 12 მილიონი ევრო)

პეპ გვარდიოლასთვის კარგი მეკარე ფეხით გამორჩეულად უნდა თამაშობდეს. ამ შემთხვევაში ესპანელმა სპეციალისტმა არჩევანი 23 წლის გოლკიპერზე შეაჩერა, რომელიც თავის ასაკში ერთერთი გამორჩეულია და როგორც ფეხით, ისევე კარის ხაზზე თამაშით ბევრი სპეციალისტი ძალიან მოხიბლა.

ნიკოლას ზულე ("ჰოფენჰაიმიდან" "ბაიერნში" - 20 მილიონი ევრო)

​21 წლის ცენტრალურ მცველზე გერმანიაში უდიდეს იმედებს ამყარებენ. მან "ჰოფენჰაიმში" გამორჩეული სეზონი ჩაატარა და მიუნხენის "ბაიერნმა" მისი ოფიციალურად გაფორმება ზაფხულის დაწყებამდე მოახერხა.

სებასტიან რუდი ("ჰოფენჰაიმიდან" "ბაიერნში" - 20 მილიონი ევრო)

ახალგაზრდა ზულესთან ერთად "რეკორდმაისტერმა" "ჰოფენჰაიმის" კაპიტანი სებასტიან რუდიც გადაიბირა, რომელმაც სწრაფადვე განაცხადა, რომ "ბაიერნში" თამაში მისი ბავშვობის ოცნება იყო.



  • beka10
  • 15 ივნისი 2017 01:19
silvas transferi yvelaze magaria

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით