მოსკოვის "სპარტაკის" მძღოლმა ვალენტინ ტერენტიევმა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დედაქალაქური გუნდის შემტევი ნახევარმცველის ჯანო ანანიძის შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.
ტერენტიევის თქმით, ერთხელ, როდესაც "სპარტაკი" სათასო მატჩის გასამართად ვლადივასტოკში მიფრინავდა, გუნდის პერსონალი ჯანო ანანიძეს ვერ პოულობდა. როგორც აღმოჩნდა, ქართველს მატჩზე წასვლა არ უნდოდა და ტუალეტში იმალებოდა.
"ლუჩ ენერგიასთან" სათამაშოდ ვლადივასტოკში მივფრინავდით. გასვლამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი, როდესაც შევნიშნეთ, რომ ჯანო ანანიძე არსად ჩანდა და სასწრაფოდ მისი ძებნა დავიწყეთ. დაახლოებით 20 წუთი ვეძებეთ, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ქართველი ფეხბურთელი სადღაც ტუალეტში იმალებოდა, რადგან გუნდთან ერთად შეხვედრაზე წასვლა არ სურდა. ამ ყველაფერმა გუნდის მაშინდელი მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინი ძალიან გააბრაზა". - განაცხადა ტერენტიევმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე გასულ სეზონში "სპარტაკთან" ერთად რუსეთის ჩემპიონი გახდა.