პაპუნაშვილი უახლოეს საათებში "სარაგოსას" შეუერთდება

15-06-2017, 23:15

ესპანური გამოცემა El Periódico de Aragón იუწყება, რომ თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა შემტევი, გიორი პაპუნაშვილი უახლოეს საათებში ესპანური "სარაგოსას" ფეხბურთელი გახდება.

სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე კლუბსა და "თბილისის დინამოს" შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. დასაზუსტებელია მცირე დეტალები, რომელიც ბონუსების საკითხს ეხება.

პაპუნაშვილის შეძენით "სარაგოსას" გარდა, ჰოლანდიური "ვიტესი" და "კრილია სოვეტოვსიც" იყო დაინტერესებული, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება ესპანეთში ამჯობინა. 

შეგახსენებთ, რომ "სარაგოსამ" გასულ სეზონში სეგუნდა დივიზონში ასპარეზობა მე-16 პოზიციაზე დაასრულა. ესპანური კლუბის მონაგარი 42 თამაშში მხოლოდ 50 ქულა იყო.

საინტერესო

  • herrgio
  • 15 ივნისი 2017 23:36
კარგია გაასწორებს ამის ტრანსფერი იქნებ ეს მაინც გაიქაჩოს და სადმე ნორმალურ კლუბში მოხვდეს მერე
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით