ოფიციალურად: პაპუნაშვილი "სარაგოსას" ფეხბურთელია

16-06-2017, 23:30

ესპანური "სარაგოსას"ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი კარიერას მომავალი სეზონიდან სწორედ ამ კლუბში გააგრძელებს.

როგორც ცნობილი ხდება, ქართველმა ფეხბურთელმა ესპანეთში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი, რომელიც 4 წელზეა გაწერილი. 

გიორგი პაპუნაშვილი თბილისის "დინამოში" 2012 წლიდან თამაშობს. 1 სეზონის განმავლობაში იგი იჯარის წესით ბრემენის "ვერდერში" გამოდიოდა, სადაც ძირითადად მეორე გუნდის რიგებში უხდებოდა ასპარეზობა. 

რაც შეეხება "სარაგოსას", ეს გუნდი ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ისტორიულია. გასული სეზონი მან სეგუნდა დივიზიონში მე-16 პოზიციაზე დაასრულა.

საინტერესო

  • beka10
  • 17 ივნისი 2017 01:36
დზალიან კარგი მივესალმები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით