რუსეთი - ახალი ზელანდია

17-06-2017, 13:32

დღეს, თბილისის დროით 19:00-ზე რუსეთში სტარტს აიღებს ფიფას კონფედერაციის თასის 2017 წლის გათამაშება. გახსნის შეხვედრაში მასპინძელი რუსეთის ეროვნული ნაკრები ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, რომელიც ოკეანეთის ზონის ჩემპიონია. ამ ტურნირისთვის და ზოგადად მსოფლიო თასისთვის, რომელიც მომდევნო წელს უნდა ჩატარდეს, რუსები განსაკუთრებულად მოემზადნენ და მათი ნაკრებიც კარგ ფორმაშია. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ბოლო 5 ამხანაგური მატჩიდან მათ მხოლოდ 1 წააგეს. რაც შეეხება ზელანდიას, რუსეთთან შედარებით, ამ კუნძულოვან ქვეყანას სუსტი გუნდი ჰყავს და სავარაუდოდ მატჩიც მასპინძელთა დომინირებით უნდა წარიმართოს. დიდი ალბათობით, მეტოქის კარში რუსები მინიმუმ 2 გოლის გატანას მოახერხებენ.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის პროგნოზია რუსეთის 1.5-ზე მეტი გოლი, კოეფიციენტი - 1.55

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით