დღის მთავარი სატრანსფერო ამბები [18 ივნისი]

18-06-2017, 18:48

Footballnews.ge გთავაზობთ დღის 5 ყველაზე აქტუალურ სატრანსფერო სიახლეს, რომლებმაც უცხოურ პრესაში გაიჟღერა და დიდი აჟიოტაჟი მოყვა.

"ლივერპული" მენდისათვის ბრძოლას შეუერთდა
მერსესაიდული "ლივერპული", "სიტისთან" ერთად "მონაკოს" განაპირა მცველის, ბენჟამინ მენდის შეძენას ეცდება. ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობამ ბევრჯერ განაცხადა, რომ მის დათმობას არ აპირებს, თუმცა კარგი შეთავაზების შემთხვევაში "თავადები" დაფიქრდებიან.

"ჩელსი" ლუის ენრიკეზე დაფიქრდა
"Telegraph"-ის ცნობით, ანტონიო კონტეს წასვლის შემთხვევაში, ლონდონის "ჩელსი" ინგლისში ლუის ენრიკეს მოწვევას გეგმავს. კონტე ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს, რადგან გუნდის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა, რამაც აბრამოვიჩსა და იტალიელ მწვრთნელს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბა. ანტონიოს წასვლის შემთხვევაში, მისი ყველაზე რეალური შემცვლელი სწორედ ლუის ენრიკეა, რომელმაც კატალონიის "ბარსელონა" ახლახანს დატოვა.

"ტოტენჰემი" სმოლინგს აკვირდება
ლონდონის "ტოტენჰემი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველის, კრის სმოლინგის გადაბირებას აპირებს. "მამლები" მზად არიან ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ფუნტი გაიღონ. "ეშმაკებმა" სულ ცოტა ხნის წინ ვიქტორ ლინდელოფი გაიფორმეს, რომელიც სწორედ სმოლინგის შემცვლელად განიხილება და იმ შემთხვევაში, თუ კრისს ხშირად თამაში უნდა "მანჩესტერის" დატოვება მოუწევს.

"პსჟ"-მ "რეალს" 140 მილიონი ევრო შესთავაზა
იტალიური პრესის ინფორმაციით, "პსჟ" მზადაა კრიშტიანუ რონალდუ კვლავ გახადოს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი და მადრიდულ კლუბს, მის სანაცვლოდ 140 მილიონი ევრო შესთავაზა. "ბლანკოსს" ჯერჯერობით ფრანგებზე პასუხი არ გაუცია. პარიზელები პარალელურად მოლაპარაკებებს ხორხე მენდესთანაც მართავენ და პორტუგალიელ ფეხბურთელს ხელფასის სახით წელიწადში 30 მილიონ ევროს პირდებიან.

ვერატიმ "პსჟ"-ს თავისი გადაწყვეტილება ამცნო
"La Gazzetta dello Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვერატი ამჟამად არდადაგებზეა და პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას სატელეფონო საუბრისას გაუმჟღავნა, რომ საფრანგეთში დაბრუნება არ სურს და "ბარსელონაში" გადასვლა აქვს გადაწყვეტილი. გამოცემა ვერატის სიტყვებს შემდეგნაირად გადმოსცემს: "გამიშვით "ბარსაში", პარიზში დაბრუნება აღარ მინდა." ფრანგულ კლუბს იტალიელი ნახევარმცველის გასხვისება არ სურს, თუმცა ფეხბურთელის მოთხოვნის შემთხვევაში, მის სანაცვლოდ სულ ცოტა 100 მილიონი ევროს მიღება უნდა.

საინტერესო

  • goga11
  • 18 ივნისი 2017 18:57
verati ukve barsasia
ეჭვიარმეპარება რო ბარსა 100 მილიონს გადაიხდის !! 200 მილიონი გამოყოფილიაქვთ ტრანსფერებისთვის სულ და 100 ვერატიში გადაიხდიან გარდა ამისა დემბელეს ყიდვა უნდად 60 მილიონი უჯდებათ სულ რაღაც და ასევე ბელერინის რომელიც 45 მილიონი ჯდება სულ რომ შევაჯამოდ ეს სამი თუ იყიდა ბარსამ ჩემფეხებეს დაუდგება ლუბიო გუნდი მთლიანობაში გამოყოფლი 200 მილიონია და ეს სამი ტრანსფერი 205 მილიონი ჯდება და 5 მილიონს გაიმეტებენ პლუს ალბად ;დდ თან 5 ფეხბურთელს გაყიდიან პლუს და მოყომარდება ალბათ ეს საკითხი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით