სუარესი: "მესის მთავარი სურვილი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა"

18-06-2017, 21:01

კატალონიის "ბარსელონას" შეტევის ერთერთი ლიდერის ლუის სუარესის განცხადებით, ლიონელ მესის მთავარი კარიერული სურვილი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა და ამის გაკეთებას ის 2018 წელს რუსეთში ეცდება.

"მესიმ ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაა. იგი 2014 წელს ამასთან ახლოს იყო, თუმცა არ გამოუვიდა. სურვილის ასრულებას ის მომავალ წელსაც ეცდება. რაც შემეხება მე, უპირველესი სურვილია "ბარსელონასთან" ერთად ყველა შესაძლო ტურნირზე გავიმარჯვო". - განაცხადა ლუის სუარესმა.

შეგახსენებთ, რომ მესი წინა მსოფლიო პირველობის ფინალში გერმანიასთან დამარცხდა. 

ამ მომენტისთვის არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მე-5 პოზიციას იკავებს სამხრეთ ამერიკის ზონაში.

საინტერესო

  • beka10
  • 18 ივნისი 2017 21:02
pistolerooo <3
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით