"ლივერპული" ობამეიანგის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გადაიხდის

18-06-2017, 21:09

გერმანული სპორტული პრესის ინფორმაციით, ინგლისური "ლივერპული" ბუნდესლიგის ერთერთი საუკეთესო თავდამსხმელის პიერ ემერიკ ობამეიანგის შეძენით დაინტერესდა და მზადაა "დორტმუნდს" ოფიციალური წინადადებით მიმართოს.

27 წლის გაბონელი ფეხბურთელის სანაცვლოდ იურგენ კლოპის გუნდი 70 მილიონ ევროს იხდის. გერმანელ სპეციალისტს აფრიკელ ფეხბურთელთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს, რადგან თავის დროზე მისი ტრანსფერი "დორტმუნდში" სწორედ მისი თაოსნობით განხორციელდა.

კლოპი ობამეიანგის ტრანსფერში თავად აპირებს მონაწილეობის მიღებას და ფეხბურთელთან უშუალო კომუნიკაციის დამყარებას, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერჯერობით მაინც უცნობია.

გასულ სეზონში პიერ ემერიკ ობამეიანგმა ჯამში 46 შეხვედრა ჩაატარა, 40 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს 5-ჯერ გაატანინა.

საინტერესო

  • beka10
  • 18 ივნისი 2017 21:10
vaaa sagol ra klops
კლოპ ოღონდ ეს მოიყვანე და არავინ მინდა მეტი გთხოვ
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით