ფანებმა დონარუმას ყალბი დოლარები ესროლეს

19-06-2017, 01:04

21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე გამართულ ერთ-ერთ მატჩში, სადაც ერთმანეთს დანიისა და იტალიის ეროვნული ნაკრებები უპირისპირდებოდნენ, "სკუადრა აძურას" მეკარეს არც თუ ისე სასიამოვნო ინციდენტი გადახდა თავს.

თამაშის დროს იტალიელთა კარის დარაჯს ჯანლუიჯი დონარუმას, გულშემატკივრებმა ყალბი დოლარის შეკვრები ესროლეს. მსაჯმა ინციდენტის გამო რამდენიმე წუთით თამაშიც კი შეაჩერა. მიზეზი რის გამოც ჯიჯიმ გულშემატკივართა ასეთი ქმედება დაიმსახურა, მის მშობლიურ კლუბ "მილანთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარის თქმაა.

დონარუმამ, "როსონერის" გაუმჯობესებულ კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც მას წელიწადში 5 მილიონი ევრო უნდა მიეღო უარი თქვა. სწორედ ამიტომ "მილანის" ფანები განაწყენებულნი არიან საკუთარი მეკარის მიმართ. მიუხედავად ამისა ახალგაზრდა მეკარე, რომელიც  დიდი წნეხის ქვეშ არის მოქცეული, როგორც ჩანს გადაწყვეტილების შეცვლას მაინც არ აპირებს.

საინტერესო

  • herrgio
  • 19 ივნისი 2017 01:06
შემეცოდა მაგრამ მეტის ღირსია
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით