ოფიციალურად: პერესი "რეალის" პრეზიდენტი 2021 წლამდე იქნება

19-06-2017, 11:57

18 ივნისს მადრიდის "რეალის" საპრეზიდენტო არჩევნები იყო ჩანიშნული. ვინაიდან, კანდიდატურა ფლორენტინო პერესის გარდა არავის ჰქონდა წარდგენილი, ამ უკანასკნელ საპრეზიდენტო ვადა ავტომატურად 2021 წლამდე გაუხანგძლივდა.

სწორედ ფლორენტინო პერესის ეპოქას მიეწერება მადრიდული გრანდის ოქროს ხანა. იგი პირველად გუნდის პრეზიდენტი 2000 წელს გახდა და თანამდებობა 2006 წელს დატოვა.

3 წლის გასვლის შემდეგ პერესი "რეალს" კვლავ დაუბრუნდა და ახალი "გალაქტიკოს" მშენებლობა დაიწყო. მისი მოღვაწეობის პერიოდში "სამეფო კლუბმა" ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი 4-ჯერ მოიგო.

70 წლის პერესის ქონება 2017 წლის მონაცემით 2.1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

საინტერესო

  • beka10
  • 19 ივნისი 2017 11:57
didi ppirovnebaa namdvilad
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით