"სამტრედიას" მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია

19-06-2017, 14:45

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2017/2018 წლის შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის კენჭისყრა გაიმართა და საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ" საკუთარი მეტოქის ვინაობა შეიტყო.

იმერული გუნდი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" დაუპირისპირდება. 

გუნდებს შორის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანში 11 ივლისს გაიმართება, ხოლო განმეორებით დაპირისპირებას საქართველო 19-ში უმასპინძლებს.

"სამტრედიასთვის" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა უმნიშვნელოვანესია, რადგან შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი იქნება დარჩენილი.

საინტერესო

  • beka10
  • 19 ივნისი 2017 14:45
უნდა გავაგდოთ
არ ღადაობთ ეხა თქვენნ :დდდდდ
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით