მბაპე: "ერთადერთი გუნდი, სადაც გადავიდოდი, "რეალია"

19-06-2017, 15:01

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "მონაკოს" 18 წლის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ის გუნდი დაასახელა, რომელშიც კარიერას გააგრძელებდა. უნიჭიერესი ფეხბურთელის თქმით, იგი "მონაკოს" მხოლოდ მადრიდის "რეალისთვის" დატოვებდა.

"ჯერჯერობით "მონაკოს" დატოვებას არ ვჩქარობ. გადაწყვეტილებას ჩემ ნაცვლად ვერავინ მიიღებს და მაშინ წავალ, როცა საჭიროდ ჩავთვლი. 35 ან 36 წლის არ ვარ, რამე მოსასწრები რომ მქონდეს".

"ერთადერთი გუნდი, სადაც მოგვიანებით სათამაშოდ წავიდოდი, მადრიდის "რეალია". ამ გუნდს უკვე დიდი ხანია ვგულშემატკივრობ და ყოველთვის მიხარია მათი წარმატება".

"ყველაფერს მომავალი გადაწყვეტს, ჯერ თავს იქ ვგრძნობ ბედნიერად, სადაც ვთამაშობ". - განაცხადა მბაპემ.

"რეალის" გარდა ილიან მბაპეს ხელში ჩაგდებას "არსენალიც" ცდილობს.

საინტერესო

  • beka10
  • 19 ივნისი 2017 15:01
ოგონდ მანდ არა რა
ogond ki ra
<33333333333333333333
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით