ბელერინის ოჯახი უკვე ბარსელონაშია

19-06-2017, 15:12

ესპანური სპორტული პრესის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" მარჯვენა მცველის ექტორ ბელერინის ოჯახი უკვე ბარსელონაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელიც ზაფხულში მშობლიურ კლუბს შეუერთდება.

ბელერინმა "ბარსელონა" ჯერ კიდევ მაშინ დატოვა, როდესაც ბავშვი იყო და სათამაშოდ "არსენალში" გადავიდა, ხოლო "ბლაუგრანასთვის" უკვე დამახასიათებელ ნიშნად იქცა იმ ფეხბურთელების უკან დაბრუნება, რომელიც თავის დროზე დაიწუნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელერინი და "ბარსელონა" კონტრაქს მას შემდეგ გააფორმებენ, როდესაც ფეხბურთელი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან დაბრუნდება, სადაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად გამოდის.

სავარაუდოდ, ყველა დეტალი ივლისში გაირკვევა, შემდეგ ბელერინი ცოტას დაისვენებს და გუნდს სეზონისთვის მზადებაში შეუერთდება.

საინტერესო

  • beka10
  • 19 ივნისი 2017 15:13
dzalian gvchirdebi eqtor
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით