"ყარაბაღის" მწვრთნელმა კენჭისყრის შემდეგ "სამტრედიაზე" კომენტარი გააკეთა

19-06-2017, 17:52

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2017/2018 წლის შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის კენჭისყრა გაიმართა, რის შედეგადაც ჩემპიონთა ლიგაზე წარმოდგენილ ერთადერთ ქართულ კლუბს "სამტრედიას"მეტოქედ აზერბაიჯანული "ყარაბაღი" დაუწყვილდა.

ქართველების შესახებ კომენტარი გააკეთა "ყარაბაღის" მთავარმა მწვრთნელმა გურბან გურბანოვმა, რომელმაც სამტრედიელები ყველაზე არა სასურველ მეტოქედ შეაფასა, ვინც კი შეიძლებოდა არსებული 5 კლუბიდან შეხვედროდა.

"იმ 5 გუნდიდან, რომლებიც "ყარაბაღის" სავარაუდო მეწყვილეები იყვნენ, "სამტრედია" ყველაზე ძლიერია.

ქართული კლუბი ჩვენ კარგად გვიცნობს. გასულ სეზონში, ყველამ ვნახეთ "გაბალასთან" "სამტრედიას" ჩატარებული მეორე შეხვედრა.

ახლა საქართველოში შიდა ჩემპიონატი მიმდინარეობს, ეს კი მეტოქისთვის უპირატესობაა. ჩვენ ჯერ სრული შემადგენლობაც არ გვყავს. ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში იყვნენ 20 ივნისს შემოგვიერთდებიან.

მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ მოკლე პერიოდში დავეწყოთ და პირველ მატჩს მომზადებულები შევხვდეთ". - განაცხადა გურბან გურბანოვმა.

საინტერესო

  • herrgio
  • 19 ივნისი 2017 17:52
გაგედებათ შიგ ალიევში
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით