რუმენიგემ რონალდუს "ბაიერნში" ტრანსფერი გამორიცხა

19-06-2017, 18:05

გუშინ საღამოს იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ფეხბურთელით კრიშტიანუ რონალდუთი, "ბაიერნი" ინტერესდება და კარლო ანჩელოტის ტრანსფერის თაობაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაიც რუმენიგემ რონალდუს შესაძლო ბაიერნის ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და არსებული ჭორები უარყო.

"ბაიერნის" ინტერესი რონალდუსადმი? ერთხელ და სამუდამოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ჭორები ყოველგვარ საფუძვლებს მოკლებულია. ეს უბრალოდ ზღაპრების სფეროა". განაცხადა რუმენიგემ

კრიშტიანუ შესაძლოა, "რეალი" ნამდვილად დატოვოს, თუმცა გამომდინარე "ბაიერნის" სატრანსფერო პოლიტიკიდან, მიუნხენელები ფეხბურთელში კოლოსალურ თანხებს არასდროს გადაიხდიან. სწორედ ამიტომ რონალდუს "რეკორდმაისტერში" ტრანსფერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

საინტერესო

  • herrgio
  • 19 ივნისი 2017 18:09
ee arada magrad mindoda ra :X
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით