ავსტრალია - გერმანია: სასტარტო შემადგენლობები

19-06-2017, 18:20

დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე, კონფედერაციის თასზე სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე B ჯგუფის მე-2 მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ავსტრალიისა და გერმანიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

იახიმ ლიოვის ნაკრები ტურნირზე საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება. ბუნდეს ნაკრების მხრიდან შემადგენლობაში ერთადერთი "ბაიერნის" ფეხბურთელი იოზუა კიმიჰი მოხვდა, რომელიც მარჯვენა მცველის პოზიციაზე იქნება განთესილი.

რაც შეეხება ორივე გუნდის სრულ შემადგენლობებს ისინი ასე გამოიყურება.

ავსტრალია: რაიანი - რაითი, დეგენეკი, მილიგანი, სანსბერი, ბეჰიჩი - ლუონგო, მოი - ლეკი, იურიჩი, როგიჩი.

გერმანია: ლენო - კიმიჰი, რუდიგერი, მუსტაფი, ექტორი - რუდი, გორეცკა - ბრანდტი, შტინდლი, დრაქსლერი - ვაგნერი.

შეგახსენებთ, რომ ორივე ნაკრები აღნიშნულ ტურნირზე თავის პირველ მატჩს მართავენ. ამჟამად B ჯგუფში პირველი ადგილი ჩილეს ეროვნულ ნაკრებს 3 ქულით უჭირავს, რომელმაც გუშინ კამერუნელები 2-0 დაამარცხეს.

საინტერესო

  • herrgio
  • 19 ივნისი 2017 18:21
მიდით უნდა მოვიგოთ კონფედერაცია
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით