დონარუმა გუშინდელ ინციდენტს გამოეხმაურა

19-06-2017, 18:30

გუშინ გულშემატკივრებმა დანიისა და იტალიის 21 წლამდე მატჩის მსვლელობისას, ჯანლუიჯი დონარუმას ყალბი ფულის შეკვრები ესროლეს. ასევე გამოუფინეს ბანერი სადაც "დოლარუმა" ეწერა. შეხვედრა რამდენიმე წუთით მსაჯმაც შეაჩერა რათა მოედანზე ნასროლი ნივთებისგან კარის მისადგომები გასუფთავებულიყო.

"მილანის" ახალგაზრდა იტალიელი მეკარე გუშინდელ ინციდენტს მოკლედ გამოეხმაურა და როგორც ჩანს თავი დამნაშავედ არც მიაჩნია.

"დაინახეთ? ყოველთვის გაიღიმე". - თქვა დონარუმამ აღნიშნულ ინციდენტზე

შეგახსენებთ, რომ 18 წლის მეკარის მიმართ გულშემატკივრების მხრიდან ასეთი უარყოფითი რეაქცია, ფეხბურთელის გახანგრძლივებაზე უარის თქმამ გამოიწვია. "როსონერი" ჯიჯის წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა როგორც ჩანს დონარუმას კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება სურს.

საინტერესო

  • herrgio
  • 19 ივნისი 2017 18:32
მაინც რა განდონ გულზეა ეს ბოზი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით