დღის მთავარი სატრანსფერო ამბები [19 ივნისი]

19-06-2017, 18:50

Footballnews.ge გთავაზობთ დღის 5 ყველაზე აქტუალურ სატრანსფერო სიახლეს, რომლებმაც უცხოურ პრესაში გაიჟღერა და დიდი აჟიოტაჟი მოყვა.

"იუნაიტედი" სემედოს შეძენას ეცდება
პორტუგალიური "O Jogo"-ს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბენფიკას" მარჯვენა მცველისადმი ინტერესი განაახლა. საუბარია ნელსონ სემედოზე, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება და შესაძლოა, ლინდელოფის შემდეგ მოურინიოს გუნდს კიდევ ერთი "არწივების" ფეხბურთელი შეუერთდეს. პორტუგალიური გრანდი სემედოს სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს. მისი შეძენით კი "იუნაიტედის" გარდა "სიტი", "ბაიერნი" და "ბარსელონა" ინტერესდებიან.

"ლიონი" ტრაორეს გაიფორმებს
ინგლისური მედიის ინფორმაციის თანახმად, ფრანგული "ლიონი" 17 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ "ჩელსის" თავდამსხმელს, ბერტრანდ ტრაორეს დაიმატებს, რომელმაც გასული სეზონი არენდის სახით ჰოლანდიურ "აიაქსში" გაატარა. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯერჯერობით კონტეს გეგმებში არ ჯდება, ხოლო თავად ფეხბურთელს კიდევ ერთი სეზონის განათხოვრებით თამაში არ სურს.

მატიე "სპორტინგში" ითამაშებს
ესპანური მედიის მტკიცებით, კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ჟერემი მატიე უკვე გაემგზავრა პორტუგალიაში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ლისაბონის "სპორტინგს" შეუერთდება. ფრანგი ფეხბურთელის ნახვა სამშობლოშიც სურდათ, თუმცა მატიემ პორტუგალიაში თამაში ამჯობინა.

"არსენალი" თურანის საანცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის
თურქული და ესპანური პრესის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალი" მზადაა კატალონიის "ბარსელონას" თურქი ნახევარმცველის, არდა თურანის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გაიღოს. არდა რამდენიმე სკანდალში გაეხვა, რის გამოც ესპანელებს მისი გუნდში დატოვება არ სურთ. თურქი ფეხბურთელის შეძენით "ინტერიც" ინტერესდება, თუმცა თავად თურანს პრემიერ ლიგა უფრო იზიდავს, ვიდრე სერია ა.

"ბარსელონა" პიანიჩს ვერატის ალტერნატივად განიხილავს
"Mundo Deportivo"-ს თქმით, კატალონიის "ბარსელონა" ვერატის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, "იუვენტუსის" ბოსნიელი ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის გადაბირებას ეცდება. ვერატი კატალონიელთა ნომერ პირველი სამიზნეა, თუმცა ფრანგები მის სანაცვლოდ ძალიან ბევრს ითხოვენ. "ბარსელონას" პიანიჩის გადაბირება ძალიან გაუჭირდება, რადგან ის ტურინული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ამ შემთხვევაში მათ მესამე ვარიანტიც ჰყავთ ჟენ სერის სახით, რომელიც "ნიცაში" ასპარეზობს და გასული სეზონის ნამდვილ აღმოჩენად ითვლება.

საინტერესო

  • goga11
  • 19 ივნისი 2017 18:53
aranairi barselona painichi iuveshi unda darches! waiyvanon verati da gadaarchinon tore mag bayayichamia frangebshi verafers miagwevs
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით