"მანჩესტერი" და "რეალი" საუკუნის გაცვლისთვის ემზადებიან

19-06-2017, 18:51

გავლენიანი იტალიური გამოცემა Tuttosport იუწყება, რომ მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" საუკუნის გაცვლისთვის ემზადებიან. წყაროს ცნობით ტრანსფერში მონაწილეობას ალვარო მორატა, დავიდ დე ხეა და კრიშტიანუ რონალდუ მიიღებენ.

"ემიუ" მზადაა ესპანურ კლუბს ალვარო მორატასა და კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ 210 მილიონი ევრო და დავიდ დე ხეა შესთავაზოს. 

პერესს დიდი ხანია ესპანელი კიპერის შეძენა სურს, ხოლო რაც შეეხება მორატასა კრიშტიანუ რონალდუს, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა ნამდვილად დაინტერესებულია ამ 2 ფეხბურთელის შეძენით.

მოვლენებს კიდევ უფრო რეალურს ხდის ის გარემოება, რომელიც რონალდუსა და დე ხეას უკავშირდება. მოგეხსენებათ, რომ ბოლო დღეებია პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია კრიშტიანუს მადრიდის დატოვებასთან დაკავშირებით, რომელიც კლუბის მიმართ უკმაყოფილოა.

რაც შეეხება დე ხეას, ესპანელ მეკარესაც სურს "ემიუს" დატოვება და "ბლანკოსში" გადასვლა. ის ამ მიზანთან რამდენიმე წლის წინ საკმაოდ ახლოს იყო, თუმცა მაშინ მოლაპარაკებები ბოლო დღეს ჩაიშალა.

საინტერესო

  • herrgio
  • 19 ივნისი 2017 18:52
ისინი კაია მარა დე ხეას გაშვებას ვინანებთ
ოპააა რონალდო მუნ-ში დაბრუნდება ვითომ?
კარგიაა შეტევას ვაძლიერებთ დაცვა გავაძლიერეთ ნახევარ დაცვა გვყვავს ძლიერი პოგბა გვყვავს ბოლოს და ბოლოს მეკარე დონარუმა იმატებენ მგონი თუ არადა რომეროც კარგი ვეშია <3
მაგარი იქნება რონი და ალვარო ერთად სასტარტოში
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით