"ლივერპულმა" სალაჰთან ყველაფერი შეათანხმა

19-06-2017, 19:51

იტალიური "რომას" ეგვიპტელი ფეხბურთლი მუჰამედ სალაჰი მომდევნო სეზონიდან კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს. ჯერჯერობით ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურებული არაა, თუმცა მოთამაშის აგენტმა ყველა შეკითხვას პასუხი გასცა.

აფრიკელი ფეხბურთელი "ლივერპულში" სამედიცინო შემოწმებას მიმდინარე კვირაში გაივლის და კონტრაქტზეც მოაწერს ხელს. მისი შეძენა იურგენ კლოპის გუნდს ჯამში 35 მილიონი ევრო დაუჯდა.

მუჰამედ სალაჰის შეძენა "ლივერპულს" ჯერ კიდევ 2013 წელს სურდა, თუმცა მაშინ "ბაზელში" მოთამაშე ეგვიპტელმა კარიერის ჟოზე მოურინიოს "ჩელსიში" გაგრძელება ამჯობინა. საბოლოოდ ლონდონში მისი ცხოვრება კარგად ვერ წარიმართა და საბოლოოდ გახსნა "რომაში" მოაერხა.

"რომას" შემადგენლობაში სალაჰმა გასულ სეზონში 19 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

საინტერესო

  • beka10
  • 19 ივნისი 2017 19:52
მაგარი კაცია ძალიან
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით