კონფედერაციის თასზე გერმანიამ ავსტრალია დაამარცხა

19-06-2017, 22:12

დღეს კონფედერაციის თასზე, სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე B ჯგუფის მე-2 შეხვედრა გაიმართა სადაც ერთმანეთს გერმანიისა და ავსტრიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა.

თავდაპირველად მატჩის მე-5 წუთზე ანგარიში შტინდლიმ გახსნა და გერმანელები დააწინაურა, რასაც 41-ე წუთზე ავსტრალიელების საპასუხო გოლი მოჰყვა, რომელიც როგიქმა შეაგდო. 

მიუხედავად ამისა, ავსტრალიელებმა ტაიმის ფრედ დასრულება ვერ შეძლეს, რადგან მატჩის 44-ე წუთზე საჯარიმოში წესების დარღვევის გამო მათი კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რითაც იულიან დრაქსლერმა ისარგებლა და ანგარიში 2-მდე გაზარდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გერმანელთა შეტევას 48-ე წუთზე იოზუა კიმიჰის პასის შედეგად გორეცკას გასროლა მოჰყვა. გერმანელები ამჯერად 2 ბურთიანი უპირატესობით გავიდნენ წინ. თუმცა არც ავსტრალიელები დანებებულან და მალევე 56-ე წუთზე იურიჩის გოლის წყალობით ავსტრალიელებმა სხვაობა 1 ბურთამდე შეამცირეს. 

მატჩი საბოლოოდ გერმანელთა სასარგებლოდ 2-3 დასრულდა. B ჯგუფში ამჟამად პირველ და მეორე ადგილს ჩილეს და გერმანიის ეროვნული ნაკრებები იკავებენ, ხოლო მესამე და მეოთხე პოზიციაზე კი შესაბამისად ავსტრალიისა და კამერუნის ნაკრებები არიან განთესილი.

მიმოხილვა

საინტერესო

  • herrgio
  • 19 ივნისი 2017 22:12
ავსტრალიამ მაინც მაგრად იბრძოლა დასაფასებელია
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით