საბა ლობჟანიძე: "რანდერსი" სწორი არჩევანია"

22-06-2017, 01:16

"ქართულ კლასიკოში", რომელიც თბილისის "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა, ერთერთი გადამწყვეტი როლი საბა ლობჟანიძემ ითამაშა, რომელიც კარიერას დანიურ "რანდერსში" გააგრძელებს.

ლობჟანიძემ მატჩის შემდეგ მედიასთან პრინციპული მატჩი შეფასა და საკუთარ დანიურ ტრანსფერზეც ისაუბრა.

"მიხარია, რომ ეროვნულ ლიგაში ასეთი დონის თამაშები იმართება, კონკურენციის დონე და მაყურებლის რაოდენობაც იმატებს, თანაც ისეთ პრინციპულ თამაშში, როგორიც დღეს იყო".

"ბედნიერი ვარ გამარჯვებით და იმით, რომ გუნდის წარმატებაში საკუთარი წვლილი შევიტანე. "დინამომ" ძალიან სწორად იმუშავა, მწვრთვნელის დავალებებს ზედმიწევნით გაართვა თავი და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.

ვემშვიდობები "დინამოს" და ვფიქრობ ჩემი "რანდერსში" გადასვლა სწორი ნაბიჯია, დღეს მივდივარ დანიაში და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის."- განაცხადა ლობჟანიძემ.

თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედო" 2:1 დაამარცხა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით