გიორგი პაპუნაშვილი:"იმედი მაქვს, "დინამო" ტიტულებს ჩემ გარეშეც მოიპოვებს"

22-06-2017, 02:19

თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, თბილისელთა მხრიდან გატანილი პირველი გოლის ავტორმა გიორგი პაპუნაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ბედნიერი ვარ გამარჯვებით, ძალიან გეგმაზომიერად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

ამ გამარჯვებას ჩვენს გულშემატკივარს ვუძღვნით, მადლობა მათ მოსვლისა და მხარში დგომისთვის.

პირველმა ორმა წრემ "დინამოსათვის" სახარბიელოდ ჩაიარა შესვენებაზე ლიდერის პოზიციით გავედით  და იმედი მაქვს "დინამო" უკვე ჩემს გარეშე განაგრძობს წარმატებულ სვლას და სეზონის ბოლოს ტიტულებსაც დაეუფლება.

რაც შეეხება ჩემს ტრანსფერს "სარაგოსაში", ყველა დეტალი მოგვარებულია, 5-ში მივემგზავრები ესპანეთში, ხოლო 10 რიცხვიდან  წინა სასეზონო მზადებას ვიწყებთ."-განაცხადა პაპუნაშვილმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით