რა შეიცვალა ფეხბურთში ლეო მესის მოსვლის შემდეგ

24-06-2017, 12:02

24 ივნისს ლიონელ მესის 30-ე წელი შეუსრულდა. ეს ნიშნავს, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა მესამე ათწლეულში გადადგა ფეხი, რაც მისი კარიერის ბოლო ეტაპის დასაწყისად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

მას შემდეგ, რაც 2004 წელს მესის დებიუტი შედგა, ფეხბურთი რადიკალურად შეიცვალა. სამხრეთ ამერიკელმა უამრავი რეკორდი დაამხო, უამრავი ადამიანის გული მოიგო და ერთი დიდი საფეხბურთო ისტორია დაწერა.

წარმოგიდგენთ ყველა იმ მიღწევის სიას, რომელიც ლიონელ მესის სახელს უკავშირდება.

ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი იყო ტელმო სარა (253 გოლი), ხოლო მესის ანგარიშზე უკვე 349 გატანილი ბურთია ამ ტურნირზე.

ერთ სეზონში ყველაზე მეტი გატანილი გოლი გერდ მიულერს ჰქონდა (67), მესიმ 73-ის გატანა მოახერხა.

"ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო მეგოლე სეზარი გახლდათ 232 გოლით, მესის ანგარიშზე 507 გატანილი ბურთია.

ყველაზე მეტი ოქროს ბურთი ვან ბასტენს, კრუიფსა და პლატინის ჰქონდათ (3), მესიმ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება 5-ჯერ მოიპოვა.

ელ კლასიკოს საუკეთესო ბომბარდირი დი სტეფანო იყო (18 გოლით), მესიმ პრინციპული მეტოქის კარი 23-ჯერ აიღო.

არგენტინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი ბატისტუტა იყო 54 გოლით, მესიმ უკვე 58 გაიტანა ეროვნული გუნდის მაისურით.

ყველაზე მეტი ტიტული "ბარსელონასთან" ერთად ჩავის ჰქონდა მოგებული (25), მესიმ კლუბთან ერთად სხვადასხვა ტურნირი 30-ჯერ მოიგო.

კალენდარულ წელში ყველაზე მეტი გოლი გერდ მიულერმა გაიტანა 70-იანებში (85), მესიმ კი 91 გოლის შეგდება მოახერხა.

ევროპის ოქროს ბუცი ყველაზე მეტი, 47 გოლით დუდუ გეროგესკუს ჰქონდა მოგებული, მესიმ 50 გოლით მოიგო.

ყველაზე მეტი ჯარიმა "ბარსელონას" მაისურით კუმანს ჰქონდა გატანილი (26), საჯარიმო დარტყმიდან მესიმ 27-ჯერ დაამწუხრა მეკარე.

ტოპ 5 ჩემპიონატში ზედიზედ ყველაზე მეტი, 16 გოლი გერდ მიულერმა გაიტანა, მესიმ ეს რეკორდიც დაამხო, 21 ზედიზედ გატანილი გოლით.


  • beka10
  • 24 ივნისი 2017 12:03
ყველა დროის უდიდესია

Es kaci martla sauketesoa!!!

საუკეთესოა

მადლობა ლეო მესი

საუკეთესო, ლეგენდა უცხოპლანეტელი.

es kaci am qveyniuri araa legendaaa chems tvalshi da zogs sjobia ukve

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით