ელ შაარავი მესისა და რონალდუს ყურებით იძინებს

27-06-2017, 01:21

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "რომას" თავდამსხმელს, სტეფან ელ შაარავის ძილის წინ უჩვეულო პეიზაჟი აქვს გადაშლილი. საქმე იმაშია, რომ ეგვიპტური ფესვების მქონე ფეხბურთელი მოედანზე ფეხბურთის თამაშის გარდა კოლექციონერობასაც ეწევა.

მისი "მილანში" ასპარეზობის პერიოდში, ჩემპიონთა ლიგაზე მოედანზე უამრავ ლეგენდას ხვდებოდა და ცდილობდა რაც შეიძლება მეტი მაისური დაეგროვებინა. წლების განმავლობაში მან ისეთი ფეხბურთელების მაისური ჩაიგდო ხელთ, როგორებიც არიან: რონალდუ, მესი, კაკა, ნეიმარი, ბუფონი და სხვა.

ამ ყველაფერს ბევრი ფეხბურთელი აკეთებს, მაგრამ ელ შაარავი გამორჩეულია. მას ეს მაისურები თავის საძინებელ ოთახში, საწოლის მოპირდაპირე კედელზე უკიდია. შეიძლება ითქვას, რომ სტეფანი მესისა და რონალდუს ყურებით იძინებს.



  • goga11
  • 27 ივნისი 2017 01:23
mec igives gavaketebdi laughing

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით