"არსენალმა" ლაკაზეტისთან ყველაფერი შეათანხმა

27-06-2017, 22:36

როგორც ფრანგული პრესა იუწყება, ლონდონის "არსენალი" უახლოეს მომავალში ფრანგული "ლიონის" ცენტრალურ თავდამსხმელს ალექსანდრ ლაკაზეტის გაიფორმებს.

წყაროზე დაყრდნობით, ლონდონურ გუნდს ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი 57 მილიონი ევრო დაუჯდება. ერთადერთი დაბრკოლება "მეთოფეთათვის" არის ის, რომ "ლიონის" ლაკაზეტის შემცვლელი ჯერ არ უპოვია.

ლაკაზეტის შეძენა "არსენალის" გარდა, ევროპული ფეხბურთის ბევრ გრანდს სურდა, მათ შორის "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუანტედს", თუმცა როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთელმა არჩევანი სწორედ "არსენალზე" შეაჩერა.

სავაურაუდოდ, მიმდინარე ზაფხულში "არსენალს" ოლივიე ჟირუ და ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენი დატოვებენ, ხოლო მათ ერთერთ შემცვლელად სწორედ ლაკაზეტია მიჩნეული.


  • beka10
  • 27 ივნისი 2017 22:38
gamoadgeba namdvilad

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით