"მილანი" ჩალჰანოღლუს შეძენას ცდილობს

29-06-2017, 00:00

გერმანული და იტალიური მედიის მტკიცებით, "მილანი" ჰაკან ჩალჰანოღლუს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს "ბაერთან" აწარმოებს. თურქ ფეხბურთელს, შემტევი ნახევარმცველისა და გარემარბის პოზიციაზე შეუძლია თამაში.

მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს, თუმცა "მილანის" შეთავაზებულ თანხასა და "ლევერკუზენის" მოთხოვნილ თანხას შორის, მაინც საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ლომბარდიელები "ფარმაცევტებს" 20 მილიონ ევროს სთავაზობენ, თუმცა გერმანელები 30-ს ითხოვენ.

მიუხედავად ფასებს შორის განსხვავებისა, წყაროები იტყობინებიან რომ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების ალბათობა საკმაოდ დიდია, რადგან ჰაკანს იტალიაში ასპარეზობა ძალიან უნდა და მომავალ რამდენიმე სეზონს ჩალჰანოღლუ "შავ-წითლებში" გაატარებს.



  • goga11
  • 29 ივნისი 2017 00:02
dzaan mevaseba, sxva tu araferi jarimebis damrtymeli mainc gveyoleba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით