ჩალჰანოღლუ "მილანში" ითამაშებს

2-07-2017, 16:55

იტალიური მედიის ინფორმაციით, "როსონერისა" და "ლევერკუზენს" შორის შეთანხმება შედგა და რამდენიმე საათში ჰაკან ჩალჰანოღლუ მილანში სამედიცინო შემოწმების პირველ ეტაპს გაივლის.

გერმანული მხარე თურქი ნახევრამცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ, 22 მილიონ ევროიან შეთავაზებას დათანხმდა, რასაც 3 მილიონი ბონუსებიც დაემატება.

ჩალჰანოღლუს შეძენის მთავარი ინიციატორი "მილანის" დამრიგებელი, ვინჩენცო მონტელა გახლავთ, რომელიც ამ ტრანსფერით დაკმაყოფილებას არ აპირებს და კიდევ ერთი ნახევარმცველის მოლოდინშია.


  • goga11
  • 2 ივლისი 2017 16:57
mshvenieri shenadzenia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით